ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ “კამპ ნოუზე” “ბენფიკას” ვერ მოუგო და დასკვნითი სათამაშო ტურის წინ რთულ მდგომარეობაშია. 8 დეკემბერს “ბარსა” “ბაიერნს” ესტუმრება და მიუნხენელებს შეუძლიათ, კატალონური გრანდი პლეი ოფს მიღმა დატოვონ. “ბენფიკა” ამავე დღეს უმოტივაციოდ დარჩენილ კიევის “დინამოს” უმასპინძლებს.
მატჩის შემდეგ ბარსელონელთა ახლადდანიშნულმა დამრიგებელმა ჩავიმ შემდეგი განაცხადა:
“მოთამაშეებმა გეგმა ზუსტად შეასრულეს, მაგრამ ვერ მოვიგეთ, არ გაგვიმართლა. შანსი ისევ გვაქვს, მიუნხენში მოგება უნდა ვცადოთ. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადებით და მოსაგებად ვიბრძოლებთ. მადლობა ქომაგებს, რომლებმაც ჩვენგან კარგი მატჩი იხილეს. ვერ გავიტანეთ და ეს ძალიან სამწუხაროა. ფანები ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის”.





