პორტუგალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრის შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში თანამდებობას დატოვებს.
„2014 წელს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოვილაპარაკე, რომ თუ დასახულ მიზანს ვერ მივაღწევ, იმავე დღეს გადავდგები. დასახულ ამოცანას ყოველთვის ვასრულებდი და დიდ საერთაშორისო ტურნირებზე სამჯერ მოვხდით. მართალია პლეი-ოფებიდან, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. თუ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავალთ, მაშინ წავალ, მაგრამ ჩვენ იქ მოვხდებით“ – იუწყება სანტუშის ნათქვამს record.pt.
სანტუში პორტუგალიელებს 2014 წლის 23 სექტემბრიდან ავარჯიშებს და 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.





