იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დარჩება

0
33

შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ირწმუნება, რომ „იბრა“, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლოს ეწურება, კლუბთან თანამშრომლობას 2023 წლის ზაფხულამდე განაგრძობს.

ზლატანი „მილანში“ 2019 წელს დაბრუნდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 55 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა.

შვედი მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის სერია A-ში გოლი მას მერე გაიტანა, რაც 40 წელს „გადააბიჯა“.

მანამდე, იმავე სილვიო პიოლამ, პიეტრო ვერხოვოდმა და ალესანდრო კოსტაკურტამ მოახერხეს.