ოთარ კიტეიშვილმა წვივის ტრავმა მოირჩინა და მოედანზე დაბრუნება გოლით აღნიშნა. ავსტრიის თასის 1/16-ფინალში გრაცის „შტურმმა“ სტუმრად ქვედალიგელი „ვოიტსბერგი“ 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან გრაცელთა სასტარტოში ვერცერთი მოხვდა – ოთარ მამაგეიშვილი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა, ხოლო კიტეიშვილი 77-ე წუთზე.
მამაგეიშვილმა 70-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა – 0:3, ხოლო კიტეიშვილმა 87-წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მამაგეიშვილმა, რომელიც „შტურმში“ შარშან ზამთარში გადავიდა, ავსტრიის თასზე სადებიუტო გოლი გაიტანა. კიტეიშვილმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში არ უთამაშია, თავის ანგარიშზე პირველი ბურთი ჩაიწერა.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში მტკ სახლში „კიშვარდასთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის ცენტრალურმა მცველმა ილია ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მტკ 9 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





