პეპ გვარდიოლა ინგლისის სუპერთასზე გამარჯვებას გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის მიხაელ ბალაკის ტრაგიკულად გარდაცვლილ შვილს მიუძღვნის.
18 წლის ემილიო მიმდინარე კვირაში პორტუგალიაში დაიღუპა, როდესაც კვადროციკლს მართავდა.
„ის ჩემი ოჯახის მეგობარი იყო. ჩვენ ერთმანეთი მიუნხენში მუშაობს დროს გავიცანით. ემილიო 18 წლის შესანიშნავი ბიჭი იყო, ძალიან განათლებული, მაგრამ სამწუხაროდ პორტუგალიაში ტრაგიკულად დაიღუპა.
მომავალი მატჩში რაც შესაძლოა კარგად ჩატარება და მოგება მსურს, ხოლო გამარჯვებას ემილიოს მივუძღვნი. ეს გამარჯვება შენთვის და შენი ოჯახისთვის იქნება მიხაელ“ – განაცხადა გვარდიოლმა დღეს ლონდონში სტადიონ „უემბლიზე“ „ლესტერთან“ ჩასატარებელ შეხვედრამდე.
