სიჭინავას უგოლო ფრე კონფერენს ლიგაში

0
24

კოვალივკას „კოლოსმა“, სადაც ნიკა სიჭინავა გამოდის, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ ყარაგანდის „შახტიორს“ ვერ აჯობა – 0:0.

ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო.

სიჭინავა „კოლოსს“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შეუერთდა და უკრაინის პრემიერ ლიგაში 2-ჯერ ითამაშა, ხოლო ევროთასებზე ერთხელ, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

მანამდე, ის 7 სეზონის განმავლობაში „ინგულეცში“ გამოდიოდა.

“კოლოსი” საპასუხო შეხვედრას ყაზახეთში 12 აგვისტოს ჩაატარებს.