„მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ ყოფილი კაპიტნის ლიონელ მესის შეძენას არ ეცდება, ირწმუნება Mundo Deportivo.
საქმე ისაა, რომ მანჩესტერელებმა გუშინ ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ ნახევარმცველი ჯერკ გრილიში 100 მილიონი გირვანქა სტერლინგად შეიძინეს, ხოლო „ტოტენჰემიდან“ თავდამსხმელ ჰარი კეინის ყიდვას გეგმავენ.
აქედან გამომდინარე, „სიტის“ აღარ რჩება თანხა, რომელიც მესის ფინანსურ მოთხოვანს დააკმაყოფილებს.
გუშინ „ბარსელონამ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ 34 წლის არგენტინელთან, რომელიც თავისუფალი აგენტია ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და ის კატალონიურ კლუბს დატოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მესისთან მოლაპარაკებას ფრანგული პსჟ აწარმოებს.