ბელგიის „გენტმა“ კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ ლატვიის რფს-ს ვერ მოუგო- 2:2.
აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა პირველ ტაიმში 2:0 გაიმარჯვეს – ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნეს, ხოლო მეორე გოლი 28-ე წუთზე გაიტანეს.
„გენტმა“ პირველი გოლი 52-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 77-ეზე ანგარიში გაათანაბრა.
გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიელთა განაცხადში არ იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი მცირე ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობდა და გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა.
უნგრეთის „უიპეტშმა“ კონფერენს ლიგაში შინ შვეიცარიის „ბაზელთან“ 1:2 წააგო. მასპინძლებში თავდამსხმელ გიორგი ბერიძეს არ უთამაშია, რომელმაც უნგრეთის ჩემპიონატის პირველ ტურში მარცხენა ფეხი დაიზიანა და შეცვალეს.
