დანიის „კოპენჰაგენმა“, სადაც დავით ხოჭოლავა გამოდის, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფკაციო ეტაპზე პირველი მატჩი სტუმრად პლოვდივის „ლოკომოტივთან“ ფრედ დაასრულა – 1:1.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მე-60 წუთზე ბულგარელმა თავდამსხმელმა ილიევმა ანგარიში პენალტიდან გახსნა და მასპინძლები დააწინაურა.
დანიელებმა საპასუხო ბურთი 74-ე წუთზე გაიტანეს და მისი ავტორი ესპანელი ნახევარმცველი პეპ ბიელია.
„კოპენჰაგენს“ თამაშის მოგებაც შეეძლო, მაგრამ 76-ე წუთზე ვილჩეკმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი კოპემჰაგენში 12 აგვისტოს ჩატარდება.