უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სექტემბერში გასამართი მატჩების დროს რეფერის ვიდეოასისტენტის (VAR) სისტემას გამოუყენებენ.
აღსანიშნავია, რომ VAR-ი მუნდიალის შესარჩევის დასრულებამდე ყველა შეხვედრის მსვლელობისას იმუშავებს.
ფიფას და უეფას ეს განძრახვა თავიდანვე ჰქონდათ, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის სამ ტურში ლოჯისტიკური პრობლემებისა და კორონავირუსის პანდემიის რისკების ფონზე, VAR-ს ვერ იყენებდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც B ჯგუფში ასპარეზობს 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს დაუპირისპირდება, ხოლო 5 სექტემბერს ვილი სანიოლის შეგირდები სტუმრად ესპანელებს შეხვდებიან.
9 ოქტომბერს ქართველები ბათუმში ბერძნებს უმასპინძლებენ, 12 ოქტომბერს კი, სტუმრად კოსოვოს ეთამაშებიან.
საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლს 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთთან შეხვედრით დაამთავრებს.
აქვე გეტყვით, რომ სექტემბერს სანიოლის გაწვრთნილები გასვლაზე ბულგარეთტან ისპარინგებენ.