ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
იტალიური გრანდის პრესსამსახური იუწყება, რომ 36 წლის ცენტრალურმა მცველმა ხელშეკრულება 2023 წლამდე დადო.
კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 535 მატჩში 36 გოლი გაიტანა.
მან ტურინელებთან ერთად იტალიის ჩემპიონატი 9-ჯერ მოიგო, ხოლო 5-ჯერ ქვეყნის თასს დაეუფლა.
კიელინიმ, რომელიც იტალიის ნაკრების კაპიტანიცაა, მიმდინარე ზაფხულში ევროპის ჩემპიონატში გაიმარჯვა.