„იუვენტუსმა“ 19 წლის ბრაზილიელი იყიდა

0
21

ტურინის „იუვენტუსმა“ ბრაზილიის „სანტოსიდან“ თავდამსხმელი კაიო ჟორჟე შეიძინა.
„დღეს, „სანტოსი“ და „იუვენტუსი“ კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. იტალიურმა გუნდმა ჩვენი პირობები მიიღო და მოთამაშე კარიერას ევროპაში განაგრძობს“ – იუწყება „სანტოსის“ პრესსამსახური.

19 წლის კაიო ჟორჟეს კონტრაქტის გაფორმებამდე „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, „იუვენტუსმა“ ბრაზილიელში 3 მილიონი ევრო გადაიხადა და თუ ფეხბურთელი ახალ კლუბში წარმატებით ითამაშებს, „სანტოსი“ დამატებით კიდევ მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელის შეძენა იტალიის „მილანსა“ და პორტუგალიის „ბენფიკას“ სურდათ. მას „სანტოსთან“ ხელშეკრულება 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდა.

მიმდინარე სეზონში კაიო ჟორჟემ „სანტოსის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.