გიორგი მერებაშვილი კარიერას პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში განაგრძობს.
32 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ერთწლიანი კონტრაქტი ბიელსკო-ბიალას “პოდბესკიძიესთან” გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა მხარეებმა თანამშრომლობა განაგრძონ.
მერებაშვილი ბოლო 5 წლის განმავლობაში პლოცკის „ვისლაში“ გამოდიოდა, რომლსი შემადგენლობაში ჩატარებულ 131 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი გააკეთა.
ის „ვისლას“ ისტორიაში ლეგიონერებს შორის გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესო ბომბარდირია.
მერებაშვილმა კონტრაქტის დადების შემდეგ განაცხადა, რომ მოედანზე ყველაზე კარგად თავს შემტევ ნახევარმცველად გრძნობს და თამაში როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფრთაზე შეუძლია. გარდა ამისა, მისთვის არც გამთამაშებლის პოზიციაზეა ასპარეზობაა უცხო.
„პოდბესკიძიეში“ მერებაშვილს პლოცკელთა რამდენიმე ფეხბურთელი დახვდა – კამილ ბილინსკი, ტიტას მილასუსი და ხულიო როდრიგესი.
ბილინსკი „პოდბესკიძიეს“ კაპიტანია, რაც ქართველმა ფეხბურთელმა მიულოც