„არსენალის“ მესამე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი არსებობის ისტორიაში

0
24

ლონდონის „არსენალმა“ „ბრაიტონიდან“ ცენტრალური მცველი ბენ ვაითი იყიდა.

ლონდონელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ კლუბში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„არსენალმა“ ვაითში 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და კლუბის ისტორიაში ეს მესამე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

ლონდონელებმა სარეკორდო თანხა 2019 წელს ფრანგული „ლილიდან“ ნიკოლა პეპეს შეძენისთვის გადაიხადეს – 72 მილიონო გირვანქა სტერლინგი.

პეპეს ყიდვამდე, კლუბმა ყველაზე მეტი თანხა 2018 წელს დორტმუნდის „ბორუსიადან“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი შეძენის დროს გაიღო – 57 მილიონი გირვანქა სტერლინგი.