ჯოვანი ვან ბრონხორსტი „ფეინოორდში“ დაბრუნდა

0
7

„ფეინოორდს“ ჯოვანი ვანბრონხორსტი გაწვრთნის, რის შესახებ როტერდამული კლუბის პრესსამსახური იუწყება. 51 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა გაგრძელდება.
ბოლოს ვან ბრონხორსტი სტამბოლის „ბეშიქთაშს“ წვრთნიდა – 2024 წლის ივნისიდან იმავე წლის ნოემბრამდე. ის 2025 წლიდან „ლივერპულში“ არნე სლოტის თანაშემწე იყო, რომლის დათხოვნის მერე, ინგლისური კლუბი დატოვა.
ვან ბრონხორსტი „ბეშიქთაშამდე“ ნიდერლანდების „ფეინოორდს“, შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსს“ და ჩინეთის „გუანჯოას“ ავარჯიშებდა. მან ყველაზე წარმატებულად „ფეინოორდში“ იმუშავა, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ერთხელ, ორჯერ ნიდერლანდების თასი და ერთხელ სუპერთასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი