„აპოლონი“ მე-3 ეტაპზეა – პაპუნაშვილი და ინჯგია არ ათამაშეს

0
44

ლიმასოლის „აპოლონი“, სადაც გიორგი პაპუნაშვილი და რევაზ ინჯგია გამოდიან, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქართველების გუნდმა შინ სლოვაკეთის „ჟილინა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო სტუმრად ჩატარებული საპასუხო დაპირისპირება 2:2 დასრულდა.

პაპუნაშვილი და ინჯგია სათადარიგო შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ.

პაპუნაშვილი „აპოლონს“ შარშან შეუერთდა, ხოლო ინჯგია – წელს.

სტუმრები თამაშს მე-13 წუთზე იგებდნენ და მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 27-ე წუთზე გაიტანეს.

53-ე წუთზე ისევ კვიპროსელები დაწინაურდნენ, ხოლო „ჟილინამ“ ანგარიში 79-ე წუთზე გაათანაბრა.