„გენტმა“ ნორვეგიელებთან ჩაკვეტაძის გარეშე წააგო და შემდეგ წრეში გავიდა

0
54

ბელგიის „გენტი“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხება, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

ბელგიელებმა მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა შინ ნორვეგიის „ვალერენგას“ 4:0 მოუგეს, ხოლო საპასუხო მატჩი სტუმრად 0:2 წააგეს და ტურნირში ასპარეზობას აგრძელებენ.

ჩაკვეტაძე პირველი თამაშის მსგავსად, „გენტის“ განაცხადში არც ამჯერად იყო. გუნდის მთავარი მწვრთნელის ჰეინ ვანჰაზენბრუკის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯერ სათამაშოდ მზად არაა.