შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში კოლუმბიასთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მატჩის წინ შემუშავებულმა გეგმამ იმუშავა.
„არა მგონი თქვენ გსურთ მოისმინოთ თუ რა გეგმა შევიმუშავეთ მატჩამდე, მაგრამ ყველაფერმა ისე იმუშავა როგორც გვსურდა. საბოლოო ჯამში მნიშვნელობა სწორედ ამას აქვს. თავდაპირველად გამოცდილება და სწორი განწყობა გვჭირდებოდა. მეორე ტაიმში შეცვლები გავაკეთეთ, რომელმაც უფრო მეტი კონტროლის საშუალება მოგვცა, განსაკუთრებით ბურთზე.
მატჩის მსვლელობისას მოედანზე ის ფეხბურთელები შევუშვით, რომლების ნახვა პენალტების სერიაში გვსურდა. როდესაც გეგმა გაქვს და საბოლოოს ჯამში ის მუშაობს, კიდევ უფრო მეტი კმაყოფილების გრძნობა გეუფლება. რა თქმა უნდა, ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია“ – იუწყება ფიფას ვებგვერდი იაკინის ნათქვამს.
განვლილი მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში შვეიცარიამ 4:3 გაიმარჯვა და 1954 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





