„ფერენცვაროში“, სადაც ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი ირიცხებიან, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
უნგრელებმა მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ლიეტუვას „ჟალგირის“ შინ 2:0 დაამარცხეს, ხოლო სტუმრად 3:1 მოუგეს.
პირველი მატჩის მსგავსად ქართველი ლეგიონერები „ფერენცვაროშის“ განაცხადში არც მეორე დაპირისპირების დროს მოხვდნენ.
უნგრული მედიის ინფორმაციით, როგორც საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი, ასევე ნახევარმცველი ხარაიშვილი ტრავმირებულნი არიან.