სოლომონ კვერკველია: „იმ დროში რომ დავბრუნდე, „ლესტერთან“ კონტრაქტს ხელს მოვაწერდი”

0
54

სოლომონ კვერკველიას თქმით, „ლესტერს“ კონტრაქტი ახალ რომ შეეთავაზებინა, ხელს აუცილებლად მოაწერდა და ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბში გადავიდოდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, რომელსაც „ლესტერში“ გადასვლის შანსი 2018 წელს ჰქონდა, ამის შესახებ matchtv.ru-სთან ისაუბრა.

-იტალიური ფეხბურთი კალაძისა და შევჩენკოს გამო შეგიყვარდათ?

-და ფაბიო კანავაროს. ის ჩემი საყვარელი ცენტრალური მცველია. კანავარო, ნესტა და მასლდინი საუკეთესო დაცვის ხაზია, რომელიც ფეხბურთში ოდესმე მინახავს.

-სამი წლის წინ „ლესტერის“ ნაცვლად იტალიაში რომ მიეწვიეთ წახვიდოდით?

არ ვიცი, ახლა პასუხის გაცემა რთულია. იმ დროში რომ დავბრუნდე, კონტრაქტს ხელს მოვაწერდი და წავიდოდი. თუმცა, მაშინ სხვა გადაწყვეტილება მივიღე და „ლოკომოტივში“ დავრჩი.

29 წლის კვერკველიას, რომელიც გასულ სეზონში იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ თამაშობდა, „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად, თავისუფალი აგენტია.

კვერკველია “ლოკომოტივში” 2017-2021 წლებში გამოდიოდა და რუსეთის პრემიერლიგა ერთხელ, ხოლო რუსეთის თასი 2-ჯერ მოიგო. გარდა ამისა, ის ერთხელ რუსეთის სუპერთასს დაეუფლა, ორჯერ კი – რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს.