კიტეიშვილმა სეზონი მოქმედ ჩემპიონთან მარცხით დაიწყო

0
38
WOLFSBERG,AUSTRIA,22.MAY.21 - SOCCER - tipico Bundesliga, championship group, Wolfsberger AC vs SK Sturm Graz. Image shows Otar Kiteishvili (Sturm). Photo: GEPA pictures/ Christian Walgram

გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგაში ახალი სეზონი მარცხით დაიწყო.

გრაცელები საკუთარ მოედანზე ბოლო სეზონების უცვლელ ჩემპიონ „ზალცბურგს“ შეხვდნენ და 1:3 წააგეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კიტეიშვილი, რომელიც თასის 1/32-ფინალში პირველ ტაიმში დაშავდა და შეცვალეს, სასტარტო შემდგენლობაში იყო.

გრაცელები მე-11 წუთზე სტუმართა მცველი ულმერის ავტოგოლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

69-ე წუთზე ადეიმიმ ანგარიში გაათანაბრა, 76-ე წუთზე კრისტენსენმა სტუმრები წინ გაიყვანა, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთი ადრე ადეიმიმ დუბლი შეასრულა.