იტალიური გრანდი „მილანი“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა არ აპირებს.
Milan News-ის ინფორმაციით, კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს თვალს ადევნებდნენ, მაგრამ მისი ტრანსფერის თაობაზე ყაზანის „რუბინთან“ მოლაპარაკებას არ აწარმოებენ.
ამჟამად, „როსონერი“ დორტმუნდის „ბორუსიადან“ იულიან ბრანდტის გადაბირებაზე მუშაობს.
შესაძლოა, გერმანელი ფეხბურთელი „მილანში“ იჯარით გადავიდეს.
კვარაცხელის ჯერჯერობით „რუბინშია“ და რუსეთის პრემიერ ლიგის პირველ ტურში მოსკოვის „სპარტაკთან“ (1:0) შინ მოგებულ მატჩშიც ითამაშა.