„კოპენჰაგენმა“, რომელსაც დავით ხოჭოლავა მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა დანიაში სეზონი არცთუ დამაჯერებლად დაიწყო.
პირველ ტურში სტუმრად ქულის აღების შემდეგ, კოპეჰაგენელებმა ვერ მეორე ტურში გაიმარჯვეს.
ხოჭოლავას გუნდმა „სილკებორგს“ უმასპინძლა და გუნდები უგოლოდ გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 62-ე წუთზე გააფრთხილეს.
დანიური მედიის ინფორმაციით, ის „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
