თბილისის „საბურთალომ“ ამხანაგური მატჩი ერევნის „პიუნიკთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ ორივე გუნდმა თითო გოლი გაიტანა. მასპინძლებიდან თავი თორნიკე ძებნიაურმა გამოიჩინა.
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა შუბითიძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
პირველი ტაიმი: მეგრელიშვილი, გადრანი, კაკუბავა, ჩაჩუა, ოდუკო, შ.ნონიკაშვილი, ცნობილაძე, მანდრიჩენკო, შულაია, გულიაშვილი, კვერნაძე.
მეორე ტაიმი: მეგრელიშვილი, ჯგერენაია, კაკუბავა, მალი, რუხაძე, ო.მამაგეიშვილი, ძებნიაური, ლ.ნონიკაშვილი, შულაია, გ,მამაგეიშვილი, გოჩოლეიშვილი.
დღესვე, ქობულეთის „შუქურამ“ აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ „საბაჰთან“ ისპარინგა და 0:1 წააგო.