„ფერენცვაროშმა“ ქართველი ლეგიონერების გარეშე მოიგო – ბუდაპეშტში ქართველებმა იმსაჯეს

0
41

„ფერენცვაროშმა“, სადაც მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ კაუნასის „ჟალგირისს“ 2:0 სძლია.

განვლილ შეხვედრაში ქართველი ლეგიონერებიდან არცერთს უთამაშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი დვალი ტრავმირებულია, ხოლო ხარაიშვილის არყოფნის მიზეზი უცნობია.

განვლილ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურნენ. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელსაც ლევან ვარამაშვილი და დავით ახვლედიანი ეხმარებოდნენ. უეფამ მეოთხე მსაჯად ირაკლი კვირიკაშვილი განამწესა.