კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერი „სამტრედია“ ორკვირიან შეკრებაზე თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა.
გუნდს სერბი ნახევარმცელი სტრაჰინია პავიშიჩი დაუბრუნდა და აზერბაიჯანელი ლეგიონერი რუსლან ჰაჩიევი შეურთდა.
ამპლუით ნახევარმცველი 25 წლის პავიშიჩი “სამტრედიაში” 2019 და 2020 წლებში თამაშობდა – 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
23 წლის შუახაზელი ჰაჩიევი “სამტრედიაში” გადასვლამდე 2017-2018 წლებში “ყარაბაღში” გამოდიოდა, ხოლო ბოლო 3 სეზონი “საბაილში” ასპარეზობდა.
გუნდის მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:
მეკარეები: ბექა ქურდაძე, რეზო ლომიძე.
მინდვრის მოთამაშეები: ლუკა ასათიანი, ანდრო გიორგაძე, შაკო ნადირაძე, ჯემალ გოგიაშვილი, თამაზ ცეცხლაძე, სტრაჰინია პავიშიჩი, გიორგი ახალაძე, მათე კვირკვია, ლუკა რობაქიძე, ანატოლი მესიაჩენკო, გიორგი მჭედლიშვილი, გივი იოსელიანი, ავთო ენდელაძე, ლუკა შენგელია, ოთარ კობახიძე, გიორგი ლომთაძე, , რუსლან ჰაჩიევი, გიორგი ილურიძე, გიორგი არაბიძე.
„სამტრედიას“ შეკრებაზე ტრავმოს გამო მეკარე გოგი კულუა ვერ გაჰყვა.
„სამტრედია“ ანკარაში 2 კვირა დარჩება და ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.
აქვე გეტყვით, რომ “სამტრედია” ათმა ფეხბურთელმა დატოვა: კაბა სამბუმ, შოთა კერძევაძემ, დავით ჯიქიამ, გურამ ლუკავამ, ესტებან მასკარენამ, პაულინიო ვარიეტიმ, იბრაჰიმ გადირზადემ, კრისტიან ვიეირამ, ზურაბ ერაძემ და მილან ლალიჩმა