„მილანმა“ საფრანგეთის „მონაკოდან“ მცველი ფოდე ბალო-ტურე შეიძინა.
იტალიური კლუბის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. ის ახალ კლუბში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბალო-ტურზე პსჟ-ს აღზრდილია და 2017 წელს „ლილში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა. ის „მონაკოში“ 2018 წელს გადავიდა და 74-ჯერ ითამაშა.
ის საფრანგეთის 16-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა. თუმცა, შემდეგ სენეგალის ეროვნულ გუნდში თამაში არჩია, სადაც დებიუტი 2021 წელს ჰქონდა და 2 მატჩი ჩაატარა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, „მილანმა“ ბალო-ტურეში 4 მილიონი ევრო გადაიხადა.





