თბილისის „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო.
საბურთალოელთა ძირითად გუნდთან ერთად „საბურთალო 2“-ის 6 ფეხბურთელი – გეგი გეგუჩაძე, გიორგი კვერნაძე, ანდრია დევდარიანი, გიზი მამაგეიშვილი, ოთო მამაგეიშვილი და ზუკა რუხაძე ვარჯიშობენ.
ხვიჩა შუბითიძის გუნდმა მოსამზადებელ პერიოდში 4 ამხანაგური მატჩი დაგეგმა და 3 მეტოქე უკვე ცნობილია:
20 ივლისი | საბურთალო – „პიუნიკი“ (ერევანი, სომხეთი)
24 ივლისი | მეტოქე მალე გაირკვევა
28 ივლისი | საბურთალო – „საბაჰი“ (ბაქო, აზერბაიჯანი)
1 აგვისტო | საბურთალო – „საბაილი“ (ბაქო, აზერბაიჯანი)
სომხეთის პრემიერ ლიგაში მოსპარეზე „პიუნიკი“, ასევე აზერბაიჯანის „საბაჰი“ და „საბაილი“ თბილისში ემზადებიან.