ბერიაშვილის პირველი გოლი „როტორში“

0
17

ილია ბერიაშვილმა რუსეთის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე ვოლგროგრადის „როტორში“ პირველი გოლი გაიტანა.

„როტორმა“ მეორე ტურში ლიგაში წელს აღზევებულ „ოლიმპ-დოლგოპრუდნისთან“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა – 1:1.

„თელავის“ ყოფილმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 86-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ანგარიში გაათანაბრა. ის შეტევაში ჩაერთო და საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.

მის გარდა, „როტორში“ ორი ტაიმი ჩაატარა თავდამსხმელმა ბექა ქავთარაძემ.

რუსეთის მოქალაქე ფორვრადი ნიკოლაი ყიფიანი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ 71-ეზე შეცვალეს.

“როტორს”, რომელიც გასულ სეზონში პრემიერ ლიგიდან გავარდა, 2 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.