გიორგი გაგუას დებიუტი ესპანეთის ლა ლიგაში მოასპარეზე „ალავესის“ პირველ გუნდში წარმატებული აღმოჩნდა.
„ალავესმა“ ამხანაგური შეხვედრაში სეგუნდა დივიზიონ B-ს ბინადარი „ამორებიეტა“ 5:2 დაამარცხა.
19 წლის ქართველი თავდამსხმელი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და მატჩში საბოლოო ანგარიში გაათანაბრა.
მას „ალავესის“ პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. გაგუა გასულ სეზონში „ალავესის“ მეორე გუნდში გამოდიოდა და 6 გოლით ბასკების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.