უეფამ ევრო 2020-ის საუკეთესო გოლი გამოავლინა

0
19

უეფამ ფეხბურთში ევრო-2020-ის საუკეთესო გოლი დაასახელა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განვლილ ტურნირზე საუკეთესოდ ჩეხეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის პატრიკ შიკის მიერ გატანილი ბურთი დასახელდა.

ჩეხებმა D ჯგუფში შოტლანდია 2:0 დაამარცხეს და შიკმა 52-ე წუთზე 45,44 მეტრიდან დაარტყა და კარიდან წინ გამოსულ მარშალს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო.

ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპბზე ასეთი მანძილიდან მანამდე მეტოქის კარი არავის აუღია (სტატისტიკა 1980 წლიდან წარმოებს, რედ.).