ევროპა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა „ვილიარეალმა“ „რეიმსიდან“ თავდამსხმელი ბულაიე დია შეიძინა.
ესპანურმა კლუბმა სენეგალის ეროვნული ნაკრების 24 წლის ფეხბურთელთა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ვილიარეალმა“ დიას სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადა.
გასულ სეზონში სენეგალელი საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე „რეიმსის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა.