„რეალმა“ პანდემიის გამო 300 მილიონი ევრო დაკარგა

0
27

მადრიდის „რეალმა“ 2020-2021 წლების სეზონის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

2020 მარტიდან დაწყებული მადრიდულმა საფეხბურთო კლუბმა კოვიდ პანდემიის გამო 300 მილიონი ევრო დაკარგა.

გარკვეული ზომების მიღების შემდეგ, რათა დანაკარგი შეემცირებინათ, „რეალმა“ გადასახადების გადახდის (313000 ევრო) 2020-2021 წლების ფინანსური წელი 874000 ევროს მოგებით დაასრულა.

„რეალი“ ევროპის ტოპ-კლუბებიდან ერთ-ერთია, რომელსაც წელიწადი ფინანსური ზარალით არ დაუსრულებია.

სხვათა შორის, მადრიდელთა ვალი 240 მილიონიდან 46 მილიონ ევრომდე შემცირდა.

2021 წლის 30 ივნისის მონაცემებით, „რეალის“ სუფთა კაპიტალი 524 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო საკუთარი ფულადი რესურსი  – 122 მილიონ ევროს.