“სუტიეასკას” მთავარი მწვრთნელის მილია სავიჩის თქმით, პირველი მატჩი შემდეგ “გაგრა” კიდევ უფრო კარგად შეისწავლა.
მან ამის შესახებ კონეფერნს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე გაგრელებთან გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
სავოვიჩთან ერთად პრესკონფერენციას გუნდის მეკარე და ამავე დროს კაპიტანი ვლადან გილიენი ესწრებოდა.
მილია სავოვიჩი: “ქალაქის დათვალიერება სრულფასოვნად ვერ მოვასწარით, მაგრამ რაც ვნახეთ, ამან ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. სტადიონი და ქალაქის არქიტექტურა მეტყველებს, რომ თქვენ ძალიან დიდი და კარგი საფეხბურთო ისტორია გაქვთ და ამით კმაყოფილები დავრჩით.
მეტოქეზე პირველ მატჩამდეც გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ, პირველი შეხვედრის შემდეგ “გაგრა” კიდევ უფრო კარგად შევისწავლეთ. წინა მატჩის შედეგი და ანგარიში დამაკმაყოფილებელია, მაგრამ საწყენია, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა, ეს ხვალინდელ შეხვედრაში უფრო მეტად შეგვიწყობდა ხელს. გოლის გაშვების რისკი დიდია და მატჩს ყურადღებით უნდა მივუდგეთ.
“გაგრამ” პირველ მატჩში ძალიან ძლიერად ითამაშა და საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა. ჩვენ ჯერჯერობით ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ, რადგან ჩვენი ჩემპიონატი ამჟამად დასრულებულია, “გაგრა” კი ამ მხრივ ტონუსში იმყოფება.
ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, გარდა იმ მოთამაშისა, რომელიც პირველ შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა, თუმცა, შემდეგ ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. სხვა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად და სათამაშოდ მზადაა.
იქამდე, ვიდრე “გაგრას” მოედანზე დავუპრისიპირდებოდით, სრულფასოვანი დასკვნის გაკეთება გაგვიჭირდა, რადგან ქართული და მონტენეგროული ფეხბურთი ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მატჩის შემდეგ დავინახეთ, რომ “გაგრა” ძალიან ძლიერი გუნდია და საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო სარბიელზე წარმოდგენა კარგად შეუძლია“.
“სუტიესკამ” პირველი თამაში მონტენეგროში 1:0 მოიგო. გაგრელები “სუტიესკას” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ და შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.