საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი წევრი, ჩატარებული თამაშების მხრივ რეკორდსმენი გიორგი ცინცაძე კარიერას სუპერლიგის გუნდ თსუ-ში გააგრძელებს. 35 წლის კალათბურთელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2021-2022 წლების სეზონში თსუ-ს ღირსებას დაიცავს.
გიორგი ცინცაძეს საკმაოდ გრძელი და კარიერა აქვს. მას ყველა ქართველ კალათბურთელზე მეტ ქვეყანაში აქვს ნათამაშები. კლუბების ჩამონათვალს ქვემოთ გაეცნობით, აქ კი გეტყვით, რომ ცინცაძეს საფრანგეთში, უკრაინაში, ესტონეთში, რუსეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, საქართველოში, ლიბანში, ყატარსა და საუდის არაბეთში უთამაშია.
გიორგი ცინცაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ აქტიურად ემზადება და იგი იქნება ეროვნული გუნდის შეკრებაზე, რომელიც მიმდინარე ზაფხულშია დაგეგმილი. ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ გუნდებს, რომლებშიც ცინცაძეს უთამაშია და ტიტულებს, რომელიც ქართველ გამთამაშებელს აქვს მოგებული.
გიორგი ცინცაძე
დაიბადა: 7.02.1986, თბილისი
სიმაღლე: 192 სმ.
კარიერა: “აკადემია” (საქართველო), “ბასკო” (საქართველო), ცსკა (რუსეთი), “სამარა” (რუსეთი), “ურალ გრეიტი” (რუსეთი), “დინამო” (რუსეთი), “ტარტუ როკი” (ესტონეთი), “ტრიკალა” (საბერძნეთი), “დონეცკი” (უკრაინა), “სოპოტი” (პოლონეთი), “ოლიმპი” (საქართველო), “ბუდიველნიკი” (უკრაინა), “შამპვილი” (ლიბანი), “სკოპიე” (ჩ. მაკედონია), “შსს აკადემია” (საქართველო), “გრაველინი” (საფრანგეთი), “რუენი” (საფრანგეთი), “ქუთაისი” (საქართველო), “ალ შამალი” (ყატარი).
მიღწევები: რუსეთის ჩემპიონი (2004), ულების თასის მფლობელი (2006), ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008), ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008), ბალტიის ლიგის “ოლ სტარის” მონაწილე (2008), ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009), ესტონეთის თასის მფლობელი (2011), ბალტიის თასის გამარჯვებული (2011), უკრაინის ჩემპიონი (2013), საქართველოს თასის მფლობელი (2010, 2017), ლიბანის ჩემპიონი (2014), საქართველოს ჩემპიონი (2016), ყატარის ჩემპიონი (2019).
კალათბურთი გიორგი ცინცაძე თსუ-ში ითამაშებს