ლიონელ მესის ღმერთის მადლობელია, რომ ნაკრებთან ერთად ტიტული მოიგო.
არგენტინელთა კაპიტანმა ამის შესახებ კოპა ამერიკის ფინალში რიო დე ჟანეიროში სტადიონ „მარაკანაზე“ ბრაზილიასთან 1:0 გამარჯვების მერე გაანცხადა.
„ნაკრებთან ერტად რამე უნდა მომეგო და ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ეს მოხდა. განვლილი მატჩი ისტორიაში არა მხოლოდ ჩვენს მიერ კოპა ამერიკის მოგების გამო შევა, ასევე იმიტომ, რომ ბრაზილია მის სახლში დავამარცხეთ.
სიხარულისგან გაგიჟებული ვარ და ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. გული ბევრჯერ დამწყდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ერთხელ მოხდებოდა. საუკეთესო მომენტს ვერ მოიფიქრებ.
ჩვენმა გუნდმა დაიმსახურა ეს წარმატება, რომელიც შთამბეჭდავია. ძალიან მიხარია“ – ციტირებს არგენტინული პრესა მესის, რომელიც 4 გოლითა და 5 საგოლე პასი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 4 გოლი გაიტანა კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის დიასმა, რომელიც მესისთან ერთან კოპა ამერიკის თანაბომბარდირი გახდა.
არგენტინა და ბრაზილი კოპა ამერიკის ფინალში მეოტხედ შეხვდნენ – „ალბისელესტემ“ 1937 და 2021 წლებში გაიმარჯვა, ხოლო ბრაზილიამ 2004 და 2007 წლებში.