ლეო მესის მეორე სანაკრებო ტიტული

0
35

კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიაში, მარაკანაზე” 1:0 მოუგო მასპინძელ ბრაზილიის ნაკრებს და კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.
მატჩი დაძაბული და ემოციებით სავსე იყო. ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა:22-ე წუთზე როდრიგო დე პაულმა ცენტრიდან ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, ანხელ დი მარია მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა. პსჟ-ს შემტევმა ედერსონს ბურთი თავზე მოხდენილად გადაუგდო.
ამის შემდეგ, „ალბისელესტემ“ სათამაშო სტილი შეცვალა და კონტრშეტევებზე გადავიდა. ბურთს ბრაზილია აკონტროლებდა.
პირველი ტაიმი არგენტინის იყო, მეორე „სელესაოს“, თუმცა ტიტეს გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო და ლიონელ სკალონის გუნდმა თასი დამსახურებულად აღმართა.
არგენტინამ კოპა ამერიკის მეთხუთმეტე ტიტული მოიგო (1993 წლის შემდეგ პირველად) და ამ მაჩვენებლით ურუგვაის ნაკრებს გაუთანაბრდა.
ლეო მესიმ 2008 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ მეორე სანაკრებო ტიტული მოიგო, კოპა ამერიკის გამარჯვებული კი პირველად გახდა.

ბრაზილია–არგენტინა 0:1  

 

ბრაზილია (4-2-3-1): ედერსონი – დანილო, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, რენან ლოდი (76. ემერსონი) – კაზემირო, ფრედი (46. ფირმინო) – რიშარლისონი, პაკეტა (76. გაბრიელ ბარბოზა), ევერტონი (63. ვინისიუშ ჟუნიორი) – ნეიმარი.
არგენტინა (4-3-3): ე. მარტინესი – მონტიელი, რომერო (79. პეცელა), ოტამენდი, აკუნია – დე პაული, პარედესი (54. როდრიგესი), ლო სელსო (63. ტალიაფიკო) – მესი, ლაუტარო მარტინესი (80. გონსალესი), დი მარია (79. პალასიოსი)
გოლი: 1:0 დი მარია (22)