ანხელ დი მარიას თქმით, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებს კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიასთან გამარჯვება არასოდეს დაავიწყდებათ.
ფინალში ერთადერთი გოლის ავტორმა ამის შესახებ რიო დე ჟანეიროში სტადიონ „მარაკანაზე“ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის დამარცხების მერე ისაუბრა.
„ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდება. მესიმ მომილოცა, მე – მას. მან მითხრა, რომ ეს რევანშია იმ ფინალებისთვის, რომლებიც გამოვტოვე. ბოლოს და ბოლოს ეს მოხდა.
როდრიგო დე პაულმა იდეალური პასი მომცა და ისე მოხდა, როგორც ოლიმპიადის ფინალში ნიგერიასთან.
ჩვენ ამ გამარჯვებაზე ძალიან ვოცნებობდით, ვიბრძოდით, რათა მიზნისთვის მოგვეღწია. ბევრი გვეუბნებოდა, რომ გამარჯვების გარეშე არ დავბრუნებულიყავით, მაგრამ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებდით და დღეს ეს სერია შეწყდა“ – ციტირებს არგენტინული პრესა დი მარიას, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.