„გაგრამ“ მონტენეგროდან შანსი წამოიღო

0
25

„გაგრამ“ კონფერენს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გაგა კირკიტაძის გუნდი სტუმრად მონტენეგროს „სუტიეასკას“ შეხვდა და

მონტენეგროელებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს – მე-17 წუთზე ანგარიში ვუკოვიჩმა გახსნა.

შესვენების შემდეგ შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა და „გაგრამ“ საპასუხო თამაშის წინ კონფერენს ლიგაში ასპარეზობის გაგრძელების შანსი შეინარჩუნა.

„გაგრა“ „სუტიესკას“ 15 ივლისს თბილისში უმასპინძლებს.

„სუტიესკა“ (მონტენეგრო)  – „გაგრა“ 1:0 (1:0)

8 ივლისი. პოდგორიცა. სტადიონი „ლიესკოპოლიე“.

„სუტიესკა“: გილიენი (კ), ბუბანია, ჩაგასი, დრინჩიჩი, ერაკოვიჩი, გრივიჩი, იანიჩი (ვუჩიჩი, 46), მარკოვიჩი (ნიკაჩი, 90+1), მატანოვიჩი (დუბლევიჩი, 90), სტიეპოვიჩი, ვუკოვიჩი (ბოიოვიჩი, 77, მარუშიცი, 88).

მთავარი მწვრთნელი: მილია სავოვიჩი

„გაგრა“: კერესელიძე, ხოსიტაშვილი (კ), ჩადუნელი, ხაბელაშვილი, ქობულაძე, მაქაცარია, მარკოზაშვილი (გვიშიანი, 46), ნოზაძე, სამუშია, სულთანიშვილი, ვეკუა (კაკაშვილი, 46).

მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე.

გოლი: 1:0 ვუკოვიჩი (17)

გაფრთხილება: ქობულაძე (11)

მთავარი მსაჯი: ემანუი სკოულასი (საბერძნეთი)