ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა. მე-6 ტურში პარიზელებმა „ლე მანი“ მიიღეს და 3:1 აჯობეს.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის მე-19 წუთზე პსჟ-დან ანგარიში ბერალდომ გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 54-ე წუთზე სტუმრებიდან თავი მაფოუფამ გამოიჩინა.
61-ე წუთზე ფაბიან რუისმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და მეკარის მოგერიებულ ბურთთან საჯარიმოში პირველი კვარაცხელია აღმოჩნდა, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა. 68-ე წუთზე „ლე მანის“ კარი აკლიუშმა აიღო. მოქმედი ჩემპიონი პსჟ 11 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





