გაბრიელ ჟესუსი კოპა ამერიკის ფინალს გამოტოვებს

0
58

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გაბრიელ ჟესუსი კოპა ამერიკის ფინალს გამოტოვებს.

კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) პრესსამსახუირ ინფორმაციით, ჟესუსმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგან 1/4-ფინალში ჩილესთან (1:0) მატჩში, მეტოქის მცველ ეუხენია მენას მხარში ბუცის ქაცვები ჩაარტყა, რისთვისაც გააძევეს.

24 წლის ფორვარდს დისკვალიფიკაციის გამო, არც პერუსთან 1/2-ფინალში უთამაშია.

კოპა ამერიკის ფინალში ერთმანეთს ბრაზილია და არგენტინა დაუპირისპირდებიან. შეხვდრა 11 ივლისს რიო დე ჟანეიროში „მარაკანაზე“ შედგება.