ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნათან ჟუნიორმა საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ დატოვა.
32 წლის თავდამსხმელი „სამტრედიაში“ 2020 წელს ჩაირიცხა და შარშან ჩატარებულ 7 მატჩში გოლი არ გაუტანია, ხოლო მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 14-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
სამხრეთ ამერიკელისთვის „სამტრედია“ მეორე ქართული კლუბია, სადაც უთამაშია. ის 2012-2013 წლების სეზონში „დილაში“ გამოდიოდა, სადაც 21 შეხვედრაში 7 გოლი მიითვალა.




