ბუდაპეშტის „ფერენცვაროშმა“, სადაც ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ კოსოვოს „პრიშტინას“ სამბურთიანი სხვაობით აჯობა.
საქართველსო ეორვნული ნაკრების მცველმა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ამპლუით ნახევარმცველი ხარაიშვილი სამატჩო განაცხადში არ იყო.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და უნგრეთის ჩემპიონმა სამივე ბურთი შესვენების მერე გაიტანა.
71-ე წუთზე თავი ნგუენმა გამოიჩინა, 74-ეზე მაემ, ხოლო 78-ეზე ბლაჟიჩმა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს შედგება.
