ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე მეოთხედფინალის წყვილები გაირკვა.
A ჯგუფის დასკვნით ტურში, ქალაქ კუიაბაში, „არენა პანტანალზე“ არგენტინის ნაკრებმა ბოლივია 4:1 დაამარცხა.
მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში „პაპუ“ გომესმა გახსნა. 33-ე წუთზე ლიონელ მესიმ პენალტი გაიტანა, ხოლო 42-ე წუთზე არგენტინელთა კაპიტანმა დუბლი შეასრულა.
მესიმ ბოლო 2 წლის მანძილე ნაკრებში პირველი დუბლი შეასრულა – 2019 წელს მან ორი გოლი ნიკარაგუასთან ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა.
მესიმ არგენტინის ნაკრებში 148-ე შეხვედრა ჩაატარა და გარდა იმისა, რომ ხავიერ მასკერანის რეკორდი გააუმჯობესა, „ალბისელესტეს“ ისტორიაში ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
მე-60 წუთზე ბოლივიელებიდან ერთი გოლი საავედრამ მიითვალა, ხოლო 65-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა მეტოქის კარი აიღო და როგორც შემდეგ აღმოჩნდ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლიონელ სკალონის გაწვრთნილ არგენტინას ზედიზედ 17 თამაშია არ წაუგია და ეს ნაკრების არსებობის ისტორიაში მე-3 შედეგია.
A ჯგუფის მეორე შეხვედრაში ურუგვაიმ რიო დე ჟანეიროს ნილტონ სანტოსის სახელობის სტადიონზე პარაგვაის ედისონ კავანის მიერ 21-ე წუთზე პენალტიდან გატანილი გოლით აჯობა.
კოპა ამერიკის 1/4-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
3 ივლისი
პერუ-პარაგვაი
ბრაზილია – ჩილე
4 ივლისი
ურუგვაი – კოლუმბია
არგენტინა – ეკვადორი
