გერმანიის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა იცის, რომ მისი გუნდი არასტაბილური იყო, მაგრამ თუ თამაშში გარკვეულ კორეტქივებს შეიტანს, უფრო გაძლიერდება.
მან ამის შესახებ ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ლონდონში „უემბლიზე“ ინგლისელებთან გასამართ მატჩამდე ისაუბრა.
„ამ ეტაპიდან ან ყველაფერს მივიღებთ ან არაფერს. ჩვენ არასტაბილურები ვიყავით, მაგრამ ვიცით, რომ თუ თამაშში გარკვეულ კორექტივებს შევიტანთ უფრო გავძლიერდებით. ასე თუ არ გავაკეთებთ, ძალიან გაგვიჭირდება.
ინგლისთან სულ სხვა თამაში იქნება და ამისგან სარგებელი უნდა მივიღოთ. ინგლისი სახლში თამაშობს და ვალდებულია შეგვიტიოს. უფრო გახსნილი შეხვედრა იქნება, ვიდრე უნგრეთთან, მაგრამ თავიდანვე ფხიზლად ყოფნაა საჭირო“ – ციტირებს გერმანელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





