დიდიე დეშამმა აღიარა, რომ ევრო-2020-ის 1/8-ფინალში შვეიცარიელებთან მატჩის პირველ ტაიმში ტაქტიკის არჩევის დროს შეცდომა დაუშვა.
საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ბუქარესტის „ნაციონალ არენაზე“ შვეიცარიელებთან პენალტების სერიაში წაგებისა და ტურნირიდან გავარდნის მერე ისაუბრა.
„ძალიან რთული დაპირისპირება იყო. ჯგუფურ ეტაპზე თავი კარგად წარმოვაჩინეთ, რის წყალობით ამ სტადიას მივაღწიეთ და საუცხოო შვეიცრიის ნაკრებს დავუპირისპირდით, რომელმაც რთულ მდგომარეობაში უკვე პირველი ტაიმის მსვლელობისას ჩაგვაყენა.
თამაშის მსვლელობა გარდავტეხეთ და ანგარიშში 3:1 დავწინაურდით, მაგრამ მეტოქის მეორე გოლმა შეხვედრის ტემპერატურა აწია, რის შემდეგ შვეიცარიელები თამაშში დაბრუნდნენ. თუ რამეზე გული მწყდება, ეს ძირითადი დროის ბოლო 10 წუთია. ამ პერიოდში თავი უკეთესად უნდა წარმოგვეჩინა, ხოლო პენალტების სერია „ლატარეას“ ტყუილუბრალოდ არ ეძახიან. მის შემდეგ გამარჯვებული ხშირად ვყოფილვართ, მაგრამ არა ამჯერად.
.პირველ ტაიმში მეტოქემ უამრავი პრობლემა შეგვიქმნა. ბურთზე ვაგვაინებდით, გარკვეული შეფერხებები იყო, რადგან ახალ სათამაშო სქემაზე გადავეწყვეთ. ეს შესვენებაზე უნდა გამოგვესწორებინა, რაზეც ვიზრუნეთ. შემდეგ ჩვენთვის ჩვეულ ფეხბურთს ვთამაშობდით და მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ანგარიშში დავწინაურებულიყავით.
მბაპეს წარუმატებლობა ჩვენი საერთო ტრაგედიაა. მას მაინც მნიშვენლოვანი როლი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ გოლებს ვერ იტანდა. მან გუნდის მარცხზე პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ არავინ ადანაშაულებს.
ადრე საუცხოო მომენტები გვქონდა, მაგრამ ახლა მთელი ქვეყანა გულდაწყვეტილია – ჩვენ ეს უნდა მივიღოთ. თუ გავვარდით ე.ი. ეს დავიმსახურეთ. ძალიან რთული ჩემპიონატი გამოვიდა, მაგრამ ჩვენს წარუმატებლობას უნდა შევეგუოთ რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს.
პირველმა ტაიმმა დაამტკიცა, რომ სათამაშო ტაქტიკის არჩევის დროს შევცდი, მაგრამ ეჭვი მეპარება ნებისმიერ სხვა სცენარის დროს უკეთესად გვეთამაშა. როდესაც თამაშის მერე გასახდელში შევედი, იქ სამარისებური სიჩუმე იყო. ბიჭები ცოტა გავამხნევე, რადგან ჩვენი გუნდი ასეთი მძიმე მომენტების დროსაც ერთიანი უნდა დარჩეს. თუ ვინმე მომხდარში დამნაშავეა – ეს ფეხბურთელები არ არიან. რაღაც ამბიცია გვქონდა, მაგრამ ახლა იძულებული ვართ ტურნირზე გამოსვლა შევწყვიტოთ.
სამი ცენტრალურ მცველით თამაშის ტაქტიკის არჩევაზე თავისი გავლენა ტრავმებმა იქონია. ასეთი ტაქტიკით პირველად არ გვითამაშია და ამას ჩვენი შემტევი მოთამაშეებისთვის მეტი სივრცე უნდა მიეცა. ბალანსის მოძებნა საჭირო იყო, მაგრამ მეტოქემ ამის საშუალება არ მოგვცა.
ჩემთვის ხუთი მცველით თამაში შემტევი ფეხბურთია, მაგრამ რადგან ბურთი არ გვქონდა, მოთამაშეებს შორის დიდი მანძილი იყო. შესვენებაზე ტაქტიკის შეცვლა მოგვიწია.
თავდაჯერება ადრე ჩვენი კოზირი იყო, მაგრამ პირველ ტაიმში ამას ვერ მივაღწიეთ, ხოლო მეორე ტაიმის მიწურულუ სხვა სცენარით წარიმართა, რომელიც მეტოქემ გვიკარნახა“ – იუწყება დეშამის ნათქვამს უეფას ოფიციალურ ვებგვერდი.




