ევრო-2020-ის ყველაზე დიდი სენსაცია ბუქარესტში „ნაციონალ არენაზე“ დაფიქსირდა, სადაც 1/8-ფინალში ტურნირის მოგების ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
მატჩის მე-15 წუთზე ცუბერმა მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან ჩააწოდა და სეფეროვიჩმა საჰაერო ორთაბრძოლაში ლენგლეს აჯობა, რის შემდეგ თავით ზუსტად დაარტყა.
შვეიიცარიელებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს, ხოლო დეშამმა არადამაჯერებლად მოთამაშე ლენგლე შეცვალა და თამაშში კინგლსი კომანი ჩაერთო.
57-ე წუთზე ფრანგებმა კარგი კომბინაცია გაითამეს და მბაპეს გადცემის მერე ბენზემამ ბურთი ისე გაისწორა, ტან ფინტი გამოუვიდა, ხოლო მეკარესთან პირისპირ გასულმა თავისი შანსი გამოიყენა.
59-ე წუთზე, ფრანგების მორიგი იერიშის დროს მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა გრიზმანმა მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა და იან სომერის ხელიდან ბურთი შორეულ ძელთან მყოფ ბენზემას მიუვიდა, რომელმაც „სამფეროვნები“ დააწინაურა.
ბენზემამ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 31 გოლი გაიტანა და ზინედინ ზიდან დაეწია. ის პლატინის მერე საფრანგეთის ნაკრების მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებზე ზედიზედ 2 შეხვედრაში 2 ან მეტი გოლი გაიტანა. პლატინიმ ევრო-1984-ზე ორი ჰეთ-თრიქი შეასრულა.
75-ე წუთზე, პოლ პოგბმა შორიდან „გაისროლა“ და „ცხრიანში“ ულამაზესი გოლი გაიტანა. მან ნაკრებში ზედიზედ მეოთხე ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებზე გაიტანა, რაც ფრანგებისთვის რეკორდია.
თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შვეიცარიელები ასე არ ფიქრობდნენ და საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს.
81-ე წუთზე, მარჯვნიდან მბაბუს ჩაწოდესბი მერე, სეფეროვიჩმა „მეორე სართულზე“ ისევ კარგად ითამაშა და თავით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს კიდევ ერთი ბურთი გაუტანა.
ძირითადი დროის ბოლო წუთზე, შეცვლაზე შესულმა გავრანოვიჩმა ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო, კიმპემბე ჩამოიშორა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც გოლი არ გასულა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველად გამარჯვებული ვინაობა პენალტების სერიაში გამოვლინდა.
შვეიცარიელებიდან პენალტები გავრანოვიჩმა, შერმა, აკანჯიმ, ვარგასმა და მეჰმედიმ გაიტანეს.
ფრანგებიდან თერთმეტმეტრიანები ზუსტად პოგბამ, ჟირუმ, ტურამმა და კიმპემბემ დაარყეს, ხოლო კილიან მბაპეს დარტყმული სომერმა მოიგერია.
შვეიცარიამ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებზე პენალტების სერიაში პირველად გაიმარჯვა.
შვეიცარიის ნაკრები არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში პირველად გავიდა. ევრო-2020-მდე შვეიცარიელებმა მსოფლიო 1954 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში იასპარეზეს.
საფრანეგთის ნაკრები ბოლო 5 ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4-ფინალში პირველად ვერ გავიდა.
საფრანგეთი თავის ისტორიაში დიდ ტურნირებზე პენალტების სერიაში მეორედ დამარცხდა – პირველად ეს მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში მოხდა.
2 ივლისს სანკტ-პეტერბირგში გასამართ 1/4-ფინალში შვეიცარიის ნაკრები ესპანეთს შეხვდება.
