უკრაინის მთავარ მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა ევრო-2020-ის ჯგუფური ეტაპი კარგად ჩაატარა, ხოლო 1/8-ფინალში გლაზგოში „ჰემპდენ პარკზე“ შვედეთთან მატჩისთვის ფეხბურთელებს განსაკუთრებული მოტივაცია არ სჭირდებათ.
„მიმაჩნია, რომ გუნდმა კარგი ჯგუფური ეტაპი ჩაატარა. ნიდერლანდებთან და ჩრდილოეთ მაკედონაისთან კარგად ვითამაშეთ. ავსტრია? ძალიან ძლიერი მეტოქე იყო – ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად მომზადებული გუნდი, რომელსაც კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს.
შედეგს მივაღწიეთ და ხელ-ფეხი გახსნილი გვაქვს. დანარჩენი რაც მოხდება ჩვენთვის დიდი ბონუსი იქნება.
მოთამაშეთა მოტივაცია? მე ასეთი მიდგომა მაქვს, რომ ფეხბურთელებს განსაკუთრებული მოტივაცია არ სჭირდებათ. ისინი შევკრიბე და ვუთხარი: ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რაც ნიშნავს, რომ იმ რეჟიმში ვიმუშავებთ, რომელშიც ეს უნდა ვაკეთოთ. ფეხბურთში მუდმივად უნდა დაამტკიცო. ფეხბურთში დასვენების დღეები, იოლი თამაშები და სეზონები არ არსებობს.
თუ დონეს დაუკლებ, მაშინვე წამყვანი მოთამაშიდან საშულო დონის ფეხბურთელად იქცევი. ეს ყველას უნდა ესმოდეს და იცოდეს. თუ გინდა კარი მოთამაშე იყო, მაღალ შედეგს მიაღწიო და წარმატებული კარიერა გქონდეს. ყოველ დღე საკუთარი თავი უნდა აიძულო“ – ციტირებს უკრაინელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





