„გაგრა“ მონტენეგროში გამგზავრების მსურველ გულშემატკივრებს დაეხმარება

0
119

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ მზადაა დაეხმაროს იმ გულშემატკივრებს, ვისაც მონტენეგროს „სუტიესკასთან“ სტუმრად გასამართ მატჩზე დასწრება სურთ.

ამის შესახებ გაგრელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება:

„სკ „გაგრას“ რამდენიმე გულშემატკივარმა გამოთქვა სურვილი დაესწროს უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო გასვლით მატჩს მონტენეგროს „სუტიესკასთან“ , რომელსაც საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ გამართავს სტუმრად 8 ივლისს ქალაქ პოდგორიცაში.
მოგეხსენებათ ქვეყანაც საინტერესოა, როგორც ტურისტული ლოკაცია და გამოირჩევა საკმაოდ მიმზიდველი ფასებით და საუკეთესო სამზარეულოთი.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ მსურველებს დავეხმაროთ სამგზავრო ბილეთების და სასტუმროს ნომრების ოპტიმალურ ფასებში შეძენაში.
ასევე გატყობინებთ რომ საფეხბურთო კლუბი „გაგრა“, უფასოდ მოგაწვდით მატჩის ბილეთებს“.

„გაგრა“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სუტიესკას“ 8 ივლისს პოდგორიცაში შეხვდება, ხოლო 15 ივლისს საპასუხო მატჩს შინ ჩაატარებს.