თრილერი კოპენჰაგენში – ესპანეთმა ხორვატია დამატებით დროში გატეხა

0
27

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატში ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიანი და დრამატული დაპირისპირება კოპენჰაგენის „პარკენ არენაზე“ შედგა, სადაც ესპანეთმა ხორვატები დამატებით დროში გატეხეს.

მატჩის მე-20 წუთზე პედრიმ პასი მეკარე უნაის სიმონს გაუკეთა, რომელმაც ბურთი ვერ გააჩერა და ანგარიში გაიხსნა.

38-ე წუთზე, ესპანელების ხანგრძლივი შეტევის დროს ხოსე გაიას დარტყმულს ხორვატების მცველი გადაეღობა, მაგრამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მყოფ პაბლო სარაბიას მიუვიდა, რომელმაც თანაფარდობა აღადგინა.

57-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ფერან ტორესის გამოზომილი გადაცემის მერე ხორვატების კარის წინ მყოფმა ასპილიკუეტამ საჰაერო ორთაბრძოლაში გვარდიოლს აჯობა და თავით გაიტანა.

76-ე წუთზე, პაუ ტორესმა თავისი ნახევარდინა თითქმის 60-მეტრიანი დიაგონალური საუცხოო პასით ხორვატების საჯარიმოში ფერან ტორესი მოძებნა, რომელმაც გავრდიოლს გვერდი აუარა და ესპანელები 2 ბურთით დააწინაურა.

თითქროს მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ხორვატებმა ბოლომდე იბრძოლეს და 7 წუთში თამაშის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხეს.

85-ე წუთზე, ესპანელების საჯარიმოში მარჯვნიდან ლუკა მოდრიჩი შეიჭრა და მისი პასის მერე ხორვატი ფეხბურთელის დარტყმულს ესპანელი მცველი გადაეღობა, მაგრამ დამატებაზე ორშიცმა გაიატანა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე მარცხენა ფრთიდან ორშიჩმა ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩააწოდა და პაშალიჩმა თავურით ანგარიში გაათანაბრა.

ორშიჩი ხორვატიის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შეცვლაზე შესულმა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

დამატებულ დროში ხორვატებს ორი საგოლე მომენტი ჰქონდათ – ჯერ ორშიჩმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, ხოლო შემდეგ კრამარიჩმა ემერის ვერ აჯობა.

მე-100 წუთზე დანი ოლმოს კარგი პასის მერე, ალვარო მორატამა ბალკანელების საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა.

მორატამ ევროპის ჩემპიონატებზე 5 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ფერნანდო ტორესს გაუთანაბრდა.

103 წუთზე, ესპანელების კონტრშეტევის დროს ოლმომა მარჯვენა ფლანგიდან ხორვატების საჯარიმოში მყოფ ოიარსაბალას გადაცემა არ დაუგვიანა, რაც თანაგუნდელმა დაუფასა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ესპანელებმა ხორვატებს ბოლო 3 თამაშში 13 გოლი გაუტანეს.

დარჩენილ დროში ესპანელებს ანგარიშის გაზრდა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ მორატამ შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო ოლმოს დარტყმული ბურთი ძელმა მოიგერია.

ესპანეთმა 5 ან მეტი გოლი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, რაც ტურნირის ისტორიაში მანამდე არასოდეს მომხდარა.

ესპანეთმა 2006 წლის შემდეგ პირველად ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფში 3 გოლი პირველად გაუშვა. მაშინ ესპანელები მსოფლიო პირველობის 1/4-ფინალში ფრანგებმა 3:1 დაამარცხეს.

ესპანეთის ევროპისა ან მსოფლიო ჩემპიონატების 1/4-ფინალში ევრო-2012 წლის მერე პირველად გავიდა. მაშინ, პირენელებმა ევროპირველობა ზედიზედ მეორედ, ხოლო ისტორიაში მესამედ მოიგეს.

განვლილ მატჩში 5 გოლი ერთი გუნდის სხვადასხვა ფეხბურთელებმა გაიტანეს, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მანამდე არ მომხდარა.

ხორვატები 2008 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ვერ გადის.